ჯგუფ Boney M.-ის დამფუძნებელი ფრანკ ფარიანი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

გერმანელი მუსიკოსი, კომპოზიტორი და ჯგუფ Boney M.-ის დამფუძნებელი ფრანკ ფარიანი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ფარიანის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იგი საკუთარ სახლში, მაიამიში გარდაიცვალა.
გერმანული დისკო-ჯგუფი Boney M. 1976 წელს დაარსდა და პოპულარობა 1970-იანი წლების ბოლოს მოიპოვა. ჯგუფისთვის საერთაშორისო დონის აღიარების მოტანაში წვლილი ისეთმა ჰიტებმა შეიტანა, როგორებიცაა “Daddy Cool”, “Ma Baker” და “Rivers of Babylon”
2022 წელს ფარიანმა განაცხადა, რომ გულის ოპერაცია ჩაუტარეს, რა დროსაც ღორის გულის სარქველი გადაუნერგეს, რამაც, მისი თქმით, სიკვდილს გადაარჩინა.

ასევე დაგაინტერესებთ

მწერალი ალექ ჩიღვინაძე: „0 თანაგრძნობა“ მაქვს! 0! – რამდენჯერმე გაიმეორა. ეს ფრაზა ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება არა მხოლოდ დემოკრატიული სახელმწიფოს იდეას, ეწინააღმდეგება ქრისტიანობას, ეწინააღმდეგება ქართულ კულტურას

ნიკოლოზ რაჭველი: ჩემი ნაწერით ახლა შესაძლოა გარკვეულ პრობლემას მეც ვუქმნიდე კოლექტივს, რომელსაც საკუთარ სამშობლოში ვხელმძღვანელობ და რომლის ერთ დროს გადარჩენასა და გაძლიერებაში გია ყანჩელთან და ლექსო თორაძესთან ერთად მასაც აქვს უდიდესი დამსახურება!