ჯგუფ “დაიტოვეში” მოქალაქეები ერთმანეთს არჩევნებისთვის ტრანსპორტირებას სთავაზობენ

Facebook-ჯგუფ დაიტოვეში მოქალაქეები ერთმანეთს არჩევნებზე ხმის მიცემისთვის ტრანსპორტირებას, ან ტრანსპორტირების დაფინანსებას სთავაზობენ. უკანასკნელი საათების განმავლობაში ჯგუფში ასობით პოსტი და კომენტარი დაიწერა:

“#სურამი #ხაშური #შენიხმაგადამწყვეტია

ხვალ გავდივარ საღამოს. მაქვს 3 ადგილი ვინც მოდის სურამში ან ხაშურში შემიძლია წაგიყვანოთ”.

 

“გამარჯობა მეგობრებო,

შაბათს, 26 ოქტომბერს, გავიყოლებ გორში ან გორის რაიონში და მიმდებარე ტერიტორიაზე მიმავალ ადამიანებს.

კვირას ისევ უკან წამოგიყვანთ თბილისში”.

 

“ხვალ საღამოს 7 ის მერე, ქუთაისამდე შემიძლია გავიყოლო 4 ადამიანი სრულიად უსასყიდლოდ. ვისაც გინდათ დამეკონტაქტეთ “.

 

“ბაღდათის მიმართულებით თუ ვინმეს უნდა წასვლა ხვალ ერთი ადამიანი შემიძლია გავიყოლო. ან ზესტაფონი და გზად თუ სადმე გაწყობთ”.

 

“სასწრაფოდ დავაფინანსებ 10 ადამიანს რაჭაში წასვლის მსურველს. ონი,ღები, ჭიორა, გლოლა. ხმის ოპოზიციური პარტიის მისაცემად. კვება და უკან დაბრუნება.”

 

“გამარჯობა, ხვალ საჩხერე-ჭიათურის მიმართულებით გავიყოლებ 3 ადამიანს”.

 

“ზეგ დამკვირვებელი ვარ და ამიტომ ხვალ შემიძლია ჩემი მანქანით და საწვავით 4 (გაჭირვებით 5) ადამიანი წავიყვანო, თბილისიდან 150 კმ მანძილზე.

გავიმარჯვებთ სახელოვნად”.

 

“26-ში ქუთაისიდან თბილისში წავიყვან ვინმეს, ადგილი მაქვს, რა თქმა უნდა ოპოზიციის ამომრჩევლისთვის”.

გარდა ტრანსპორტირებისა, მოქალაქეები ერთმანეთს ღამის გასათევსაც სთავაზობენ, მათ შორის, უცხოეთში, იმ ქალაქებში, სადაც საარჩევნო უბნებია გახსნილი.

“მეც შემიძლია ბერლინში 2 ადამიანის დატოვება. შემეხმიანეთ თუ ვინმეს გჭირდებათ დასარჩენი. 2 პატარა ბავშვით სიყვარულით სავსე, თბილ ბინაში ვცხოვრობთ ჩემი ოჯახი”.

 

“შემიძლია დავიტოვო 1 (თუ ახლობლები არიან 2) ქალი საარჩევნოდ ბერლინში, 1 ტახტი მაქვს. მომწერეთ თუ გჭირდებათ ღამით დარჩენა. თუ მეტნი ხართ ვეცდები ადგილები გიპოვოთ”.

ჯგუფი დაიტოვე 2024 წლის 30 აპრილს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს შეიქმნა. მაშინ ჯგუფის საშუალებით მოქალაქეები ერთმანეთს პროტესტში მონაწილეობის მისაღებად ტრანსპორტირებასა და ღამის გასათევის მოძებნაში ეხმარებოდნენ.

  • მოქალაქეები აქციაზე დასწრების მსურველებს თბილისში დასარჩენად სახლებს სთავაზობენ

ასევე დაგაინტერესებთ