ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა უკრაინის მოქალაქეებმა სერგეი კუხარჩუკმა და რუსლან სივაკოვმა მათ სასამართლო პროცესებზე გადასაღებად მედიის დაშვება ითხოვეს

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა უკრაინის მოქალაქეებმა სერგეი კუხარჩუკმა და რუსლან სივაკოვმა მათ სასამართლო პროცესებზე გადასაღებად მედიის დაშვება ითხოვეს.
შესაბამისი განცხადება მათ სასამართლო პროცესზე გააკეთეს, რომელიც რამდენიმე წუთის წინ, ახალი თარჯიმნის მოყვანის შემდეგ განახლდა.
„მე, სერგეი კუხარჩუკი, უკრაინის მოქალაქე, სასამართლოს დარბაზიდან მაღალ იურიდიულ საბჭოს [იუსტიციის უმაღლეს საბჭოს] მივმართავ, სატელევიზიო არხები და ფოტორეპორტირები დაუშვან, რომ გადმოსცენ რაც ხდება, სად იმყოფებიან უკრაინის მოქალქეები – მე და რუსლან სივაკოვი. ეს ერთადერთი საშუალებაა, ჩვენმა ნათესავებმა და ოჯახის წევრებმა, რომლებიც უკარინაში იმყოფებიან და თბილისში ჩამოსვლა არ შეუძლიათ, შეძლონ ჩვენი სასამართლო სხდომების ნახვა.
იმედი მაქვს, ჩემს საჯარო მოთხოვნას გაითვალისწინებენ და უმოკლეს ხანში დააკმაყოფილებენ ჩემს მოთხოვნას. განცხადების ასლი გთხოვთ, გადასცეთ სახალხო დამცველს და უკრაინის საელჩოს”,- განაცხადა კუხარჩუკმა.
იგივე თხოვნა ჰქონდა რუსლან სივაკოვსაც.
„დედაჩემი არის ში, იქ არ არის ტელევიზია, მხოლოდ 30 წუთით რთავენ ინტერნეტს, ამ ფორმით იქნებ შეძლოს მან ჩემი ნახვა, ინტერნეტში არის სასამართლო ჩანაწერები და შეძლებს თავისი შვილის ნახვას, საქართველო მიყვარხარ”,- განაცხადა სივაკოვმა.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა განაცხადა, რომ ამასთან დაკავშირებით სასამართლო ვერ იმსჯელებდა.
ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.
დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – დმანისში მომხდარ ფაქტზე ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც სახის არეში მრავლობითი დარტყმის შედეგად დაზარალებული რკინის კიბეებიდან გადააგდო, დაზიანების შედეგად გარდაცვლილი კი თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა

გიორგი შარაშიძე – რა გასაკვირია, რომ თუნდაც ერთი წლის წინ ევროკავშირი უარყოფითად აფასებდა საქართველოს პროგრესს? – როგორ ფიქრობთ, ელჩს ასეთი მნიშვნელოვანი პოზიციის დაფიქსირება სურს და სამინისტროში გაგზავნილი რიგითი წერილით შემოიფარგლება?

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებულთაგან ხუთ პირს, მათ შორის მანანა გიორგობიანს ბრალი წარედგინა – დადგინდა, რომ დაპირისპირება გიორგობიანისთვის სუპერმარკეტის თანამშრომლის მიერ თანხის დახურდავებაზე უარს მოჰყვა