ჯგუფური გაუპატიურების ბრალდებით – რობინიო ციხეში 9 წელიწადს გაატარებს

მადრიდის “რეალის ყოფილი შემტევი რობინიო ბრაზილიის ციხეში 9 წელიწადს გაატარებს, ამის შესახებ ინფორმაციას CNN Brazil-ი ავრცელებს.
2017 წლის ნოემბრის თვეში იტალიურმა სასამართლომ რობინიოს ჯგუფური გაუპატიურების ბრალდებით 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, 2022 წლის იანვარში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. იმავე წლის თებერვალში იტალიურმა მხარემ რობინოს დასაპატიმრებლად საერთაშორისო ორდერი გასცა.
2023 წლის თებერვალში ბრაზილიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იტალიური მხარისგან მიიღო თხოვნა, რომ რობინიოს 9 წლიანი პატიმრობა სამშობლოში მოეხადა.
დღეს უზენაესი სასამართლოს სხდომა გაიმართა, რომელზეც ეს მოთხოვნა განიხილეს. ხმების უმრავლესობით (9 მომხრე/2-ის წინააღმდეგ) მოსამართლეთა
კოლეგიამ დაამტკიცა გადაწყვეტილება ყოფილი ფეხბურთელისთვის სასჯელის ბრაზილიის ციხეში მოხდის შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში