ჯგუფი „დაიცავი“ და „1 მოქალაქე 1 არჩევანთან“ მოქალაქეებს არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებამდე ტრანსპორტირებაში დაეხმარებიან

ჯგუფი „დაიცავი“ და „1 მოქალაქე 1 არჩევანთან“ პარტნიორობით ახალ ინიციატივას იწყებს. ორგანიზატორების ინფორმაციით,­ ინიციატივა მიზნად ისახავს 2024 წლის არჩევნებისთვის ამომრჩევლების დახმარებას საარჩევნო უბნებამდე მისვლაში.
კერძოდ, ინიციატივა მოიცავს ორ ძირითად კომპონენტს: #გაგიყოლებ, რომელიც არის მოხალისე მძღოლების ქსელი, რომლებიც მზად არიან ამომრჩევლების ტრანსპორტირებისთვის. მოხალისეებს კი საწვავის ხარჯი აუნაზღაურდებათ.
#გამიყოლე, რაც გულისხმობს უფასო ტრანსპორტის სერვისს ამომრჩევლებისთვის და რომელიც დაფინანსებულია საზოგადოების შემოწირულობებით.
“ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ ყველა მოქალაქის შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში. ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს დემოკრატიული პროცესის გაძლიერებას და უზრუნველყოფს, რომ ტრანსპორტირების პრობლემა არ გახდეს ბარიერი ხმის მიცემისთვის”,- განაცხადა ჯგუფი “დაიცავის” დამფუძნებელმა, კოკა ჯახუტაშვილმა.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ როგორც მოხალისე მძღოლები ან მოითხოვონ ტრანსპორტირება შემდეგ ბმულებზე: მოხალისე მძღოლების რეგისტრაცია: https://forms.gle/Jhx9AXWKqpJAYShbA ; ტრანსპორტის მოთხოვნა: https://forms.gle/BdDoiFSQNUwfyufa6
ამასთან, ჯგუფი “დაიცავი” მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და გამოიყენონ საკუთარი ხმის უფლება.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…