ჯაფარიძის თქმით, საბოტაჟის საქმეზე დღეს სასამართლო პროცესი ჩაუნიშნეს

კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საბოტაჟის საქმეზე მას დღეს სასამართლო პროცესი ჩაუნიშნეს.
მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პროცესი 19:30 საათზე გაიმართება.
ცნობისთვის, 6 ნოემბერს პროკურატურაში განაცხადეს, რომ პროდასავლური ოპოზიციის ლიდერების – ს, გიორგი ვაშაძის, ს, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
პროკურატურის განცხადებით, დევნა დაიწყეს საბოტაჟის, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების საქმეებზე.
კონკრეტულად ზურაბ ჯაფარიძესა და ს ბრალდება წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით – საბოტაჟის და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე.
ზურაბ ჯაფარიძემ საპატიმრო დაწესებულება 19 დეკემბერს, 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა.
იგი “ოცნებამ” ციხეში წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის გამო ჩასვა.