ჯაფარიძის ადვოკატის თქმით, პროკურატურის მტკიცებულებებს უდავოდ გახდიან

დღეს, 4 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ს კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პროცესი გაიმართა.
დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა შესავალი სიტყვა წარმოთქვეს.
სხდომაზე დაიკითხა გამომძიებელი სალომე შიოშვილი. მან თქვა, რომ კონსულტაცია გაიარა პროკურატურასთანაც. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ბრალდების მხარის პოზიციას ხაზი – მიუხედავად იმისა რომ იმავე ფორმულირების მქონე მუხლი “დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის” შესახებ ადმინისტრაციული სამართლის კოდექსშიცაა (1995 წელს მიღებული), სისხლის სამართლის კოდექსში ის უფრო გვიან, 1999 წელს შევიდა, ამიტომ უპირატესობა გვიან მიღებულ კანონს ენიჭება.
“ეს გახდა საფუძველი გამოძიების სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით დაწყების, აბა, პირადი რწმენა ხომ არა”, – განაცხადა მან.
ზურა ჯაფარიძის ადვოკატის თქმით, საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით უნდა განისაჯოს, რადგან თუ ერთზე მეტი მუხლი ითვალისწინებს ერთსა და იმავე ქმედების დასჯას, მაშინ უპირატესობა ნაკლებად მძიმე სანქციას ენიჭება.
გარდა ამისა, ადვოკატმა მედიასთან აღნიშნა, რომ დაცვის მხარის მიზანია, საქმე მალე დასრულდეს, ამიტომ, სავარაუდოდ, შემდეგ პროცესზე პროკურატურის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს უდავოდ ცნობენ.
“შემდეგ სხდომაზე ბატონ ზურაბ ჯაფარიძესთან ერთად ვეცდები პოზიცია დავაფიქსირო. ჩვენი სურვილია, საქმე მალე დავასრულოთ, მტკიცებულებების უდავოდ გახდა იმას არ ნიშნავს, რომ ბრალს ვეთანხმებით, უდავოდ გახდა ნიშნავს იმას, რომ დაველოდებით, სასამართლო რას იზამს, მას არჩევანის წინაშე დავაყენებთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ზურაბ ჯაფარიძე არც ლოდინს აპირებს გარემოებების ცვლილებებთან დაკავშირებით და არც ვინმეს პირობის მიღებას”, – განაცხადა ადვოკატმა.
პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი“ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 23 მაისს სასამართლო სხდომის დარბაზშივე დააკავეს.
ზურაბ ჯაფარიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით რაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს.
კერძოდ, „ქართულ ოცნებას“ ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილი აქვს 2003-2012 წლებში მოქმედი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებისა და იმდროინდელი თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია, რომელსაც თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს.
კომისიაზე დაბარების მიუხედავად არაერთი ადამიანი არ მივიდა, მათ შორის, , ირაკლი ოქრუაშვილი, ბადრი ჯაფარიძე, გოკა გაბაშვილი, გიორგი კანდელაკი, გიორგი თარგამაძე, , და ა.შ.
საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის კოდექსით, ჯარიმით ან ერთ წლამდე პატიმრობით ისჯება. კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ყველას ფულადი გირაო შეუფარდეს.
ზურაბ ჯაფარიძემ კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შეფარდებული 20 000-ლარიანი გირაო არ გადაიხადა. ამიტომ პროკურატურამ ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა, რაც მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ დააკმაყოფილა.
მანამდე, 14 მაისს, დააკავეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი, რომელმაც შეფარდებული გირაო არ გადაიხადა, რის გამოც ის სასამართლოში დააკავეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

ასევე დაგაინტერესებთ