ჯაფარიძე წვრთნების გაუქმებაზე: სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან აღარ არსებობს

მანდ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ [სამხედრო წვრთნები ღირსეული პარტნიორის განუსაზღვრელი ვადით გადადება] პოლიტიკური სიგნალია. აჩვენებს, რომ, პრაქტიკულად, ის ე.წ. სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან არ არსებობს, რაც არის სერიოზული პრობლემა ქვეყნისთვის; რაც არის სიგნალი მთელი სამყაროსთვის, რომ ჩვენ გავიფუჭეთ ურთიერთობა -სთან, [როცა] აშშ-ზე დგას ამ ქვეყნის დღევანდელი არსებული კეთილდღეობა და უსაფრთხოება და თუ რამე დარჩა ტერიტორიული მთლიანობისგან და სუვერენიტეტისგან, ყველაფერი.
თქვა პარტია გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ აშშ-ს მიერ სამხედრო წვრთნების, ღირსეული პარტნიორის განუსაზღვრელი ვადით გადადების შესახებ, ჟურნალისტებთან საუბრისას.