ჯაფარიძე: საარჩევნო ყუთთან მისვლა არავის უშლის ხელს, მონაწილეობა მიიღოს მშვიდობიან აქციაში

არ გვაქვს ბევრი დრო იმისთვის, რომ რეაბილიტაციას დავუთმოთ. ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა ჩავერთოთ კამპანიაში. ამოცანა ყველა მიმართულებით, რასაც კი შეუძლია დაასუსტოს ქართულინოცნება, არის ის რომ ვიაქტიუროთ – საარჩევნო ყუთებთან, მშვიდობიან მანიფესტაციებში…
დარჩენილი დრო უნდა მოვახმაროთ იმას, რომ დავარწმუნოთ ოპოზიციური ამომრჩეველი, მოვიდეს 4 ოქტომბერს საარჩვნო ყუთებთან. იგივე ამომრჩეველს შეუძლია მივიდეს მშვიდობიან დემონსტრაციაზე და შეუერთდეს მშვიდობიან მანიფესტაციებს. არაფერს არ უშლის ხელს 4 ოქტომბერს საარჩევნო ყუთთან მისვლა იმაში არავის რომ მან ასევე მონაწილეობა მიიღოს მშვიდობიან მანიფესტაციაში. ვფიქრობ, ეს არის ურთიერთ შემავსებელი. ჩვენ იმაზე უნდა ვიფიქროთ, რომ რაც შეიძლება მეტი ოპოზიციური ამომრჩეველი მოვიდეს საარჩევნო ყუთთან