რაც დაანონსდა დღეს არის, რომ ორშაბათს იქნება დიდი აქცია. ვნახე, რომ განსხვავებული აზრები იყო ამასთან დაკავშირებით, როდის უნდა ყოფილიყო, მათ შორის ჩვენთან, შიგნით… თარიღთან დაკავშირებით, ხვალიდან, ზეგიდან, ბევრი მსჯელობა იყო ამაზე, რომელი დღე ჯობდა. საბოლოო ჯამში, უნდა გვესმოდეს, რომ ძალიან ბევრი ხალხია, სამი პოლიტიკური ჯგუფია, რომელთა შიგნით კიდე შედის პოლიტიკური ჯგუფები. გადაწყვეტილებები მიიღება კონსენსუსის გზით. ეს იყო კონსენსუსური ვერსია, ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის მომზადება სჭირდება ამ ყველაფერს.
გეგმას რაც შეეხება, ორშაბათი გამოცხადდება რაღაც. მე ვერ ვხედავ ბევრ ვერსიას გეგმისა. რაღაც მოლოდინი თუ არსებობს, რომ იქნება რაღაც ყოველდღიური, ყოველსაათობრივი გაწერილი გეგმა, ეგეთი ბუნებაში ვერ იქნება. არსებობს რაღაც პროცესების განვითარების შესაძლო სცენარები, სადაც ასევე არაა ბევრი ვერსია.