კობახიძეს უთქვამს გუშინ, რომ რუსულ კანონთან დაკავშირებითო, ნებისმიერ უცხოელს ან ქართვეს დავუჯდები და დაველაპარაკები არგუმენტირებულადო. გერმანიაში რომ წავიდა, იქ ეტყობა გული მიეცა, თუ როგორ არის ეს. ხოდა, აგერ ვარ, უცხოელი არა, საქართველოს მოქალაქე, ნებისმიერ დროს ნებისმიერ ეთერში – იმედი, პოსტვ, მაესტრო, საზმაუ, რავი, რა გაქვთ კიდევ, სადაც გინდა, შენი წამყვანით, ვინც გინდა ის დაისვი, თუ გინდა თანაგუნდელები დაიმატე, ვინც გინდა, დავსხდეთ და გინდა ამ კანონზე ვილაპარაკოთ, გინდა გამჭვირვალობაზე, ნებისმიერ რამეზე მზად ვარ, რომ დაგიჯდე და გელაპარაკო, თუ გინდ გერმანულად, არ ვიცი, მაგრამ Google translate-ით დაგიჯდები. ოღონდ, ხომ შანსი არ გაქვს, მართლა რომ გინდოდეს მაგის გაკეთება, მაგის უფლებას ხომ არ მოგცემენ ზემოდან, შენ ხარ ის კაცი, ვინც პრემიერად წარდგენისას სცენაზე ასვლაზე აიღე ნებართვა, ხოდა – დავაი აბა, დავსხდეთ და დავილაპარაკოთ.
მიმართა გირჩი-მეტი თავისუფლების ერთ-ერთი ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ ირაკლი კობახიძეს. პრემიერმა 12 აპრილს განაცხადა, რომ “ნებისმიერი ქართველი ან უცხოელი დაგვიჯდეს კამერებთან და კიდევ ერთხელ ნახავთ, რომ ნული არგუმენტი აქვთ”.