დღეს საბოლოოდ დადასტურდა, რომ დიახ, რუსი ოლიგარქი არასდროს წასულა ქართული პოლიტიკიდან. მან დღეს საბოლოოდ დაადასტურა ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა და შიში იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფართო ჩართულობით 2024 წელს ცვლილებები გარდაუვალია.
ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობაა ქვეყანაში რუსული მართლმსაჯულება […] ბიძინა ივანიშვილი იყო და არის რუსული პოლიტიკის გამტარებელი და მისი პოლიტიკაში ღიად დაბრუნება არაფერს ემსახურება გარდა იმისა, რომ კიდევ ერთხელ, საბოლოოდ ქვეყანაში ავტორიტარიზმი გაფორმდეს და მოხდეს ქვეყნის რუსიფიკაცია.