ჯაფარიძე: დღევანდელი დღე იქნება ისტორიული დღე… განცდა მაქვს, გავალთ სამშვიდობოს

დღევანდელი დღე იქნება ისტორიული დღე ამ ქვეყნისთვის, დარწმუნებული ვარ ამ ქვეყნის მოქალაქეები გააკეთებენ არჩევანს, რომელიც ამ ქვეყანას წაიყვანს ევროკავშირისკენ, NATO-სკენ და ექვს წელიწადში ეს ქვეყანა გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი და განცდა მაქვს, რომ გავალთ სამშვიდობოს. მე ამას მივეცი ხმა და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეებს აბსოლუტური უმრავლესობა გააკეთებს იმავეს.