ჯაფარიძე და ხაზარაძე საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იმიტომ არ მივიდნენ, რომ არ ვაღიარებთ პარლამენტს – ვატო სურგულაძე

ბადრი ჯაფარიძე და კომისიის სხდომაზე იმიტომ არ მივიდნენ, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ პარლამენტს. ეს არის ქურდი პარლამენტი, რომელმაც მოიპარა . ეს არის ფსევდო მთავრობა, ეს არის ფსევდო პრეზიდენტი, აღარაფერს ვამბობ წულუკიანზე, „ქალბატონოთი” ვერ მივმართავ მაგ ქალს, – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” წევრმა ვატო სურგულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მან განმარტა, თუ რატომ არ ჩაიბარეს “ძლიერი საქართველოს” ოფისის წარმომადგენლებმა წერილი, რითაც დროებითი საგამოძიებო კომისია ითხოვდა ბადრი ჯაფარიძის გამოკითხვაზე მისულიყო.
„ეს არის სუფთა პოლიტიკური პროცესი. მას არც წესებთან და არც რეგლამენტთან არ აქვს კავშირი. გასაგებია, მოიტანეს წერილი ბადრი ჯაფარიძისთვის დასაბარებლად, თუმცა წერილს ოფისი ვერ ჩაიბარებდა, რადგანაც ის იყო პერსონალური. წერილი რომ ყოფილიყო “ძლიერ საქართველოს” სახელზე დაწერილი, რა თქმა უნდა, მას ოფისმენეჯერიც და იურისტიც ჩაიბარებდნენ, მაგრამ წერილი იყო პერსონალური.
ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესები. ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე კომისია სხდომაზე იმიტომ არ მივიდნენ, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ პარლამენტს, ეს არის ქურდი პარლამენტი, რომელმაც მოიპარა არჩევნები; ეს არის ფსევდო მთავრობა, ეს არის ფსევდოპრეზიდენტი, აღარაფერს ვამბობ წულუკიანზე, “ქალბატონოთი” ვერ მივმართავ მაგ ქალს. ამიტომაც არ მივედით. წერილის წერა რომ უნდა ისწავლონ, ეს უკვე სხვა საქმეა”, – განაცხადა ვატო სურგულაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძე – გადასარევად გვახსოვს, როგორ ექცეოდა ეს სასამართლო ადამიანებს წინა მთავრობის დროს, დღეს ზუსტად იგივე სახელებზე და გვარებზეა დამოკიდებული ადამიანების ბედი – დღევანდელ დღეს, ბედს წყვეტენ გამბედავი ადამიანები

დიმიტრი საძაგლიშვილი – ჩვენი ინფორმაციით, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე არის ნასამართლევი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, დაახლოებით 19 წლის წინ – ბუნებრივია, ასეთი კადრი სასამართლო კლანისთვის იდეალურია