ჯაფარიძე და ყველა პოლიტპატიმარი იმსახურებს თავისუფლებას ახლავე – ბრიტანელი პარლამენტარი მაკკლირი

გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრი, ლიბერალ-დემოკრატთა პარტიის წარმომადგენელი ჯეიმს მაკკლირი აცხადებს, რომ დროა, ბრიტანეთმა სანქციები დაუწესოს ბიძინა ივანიშვილსა და მის „ქართულ ოცნებას“.
მაკკლირი X-ზე აქვეყნებს ზურა ჯაფარიძის წერილს „ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსისადმი“ (ALDE-სადმი), რომელიც ორი დღის წინ ALDE-ს შეკრებაზე წაიკითხეს, და წერს: „ძალიან საპატიოა, რომ ზურაბ ჯაფარიძემ ციხიდან გამოგზავნილ წერილში მახსენა“.
„ივანიშვილს და მის კორუმპირებულ მთავრობას დიდი ბრიტანეთის მხრიდან დაუყოვნებლივ სანქციები უნდა დაეკისროს“, – წერს პარლამენტარი.
„ზურაბი და ყველა ქართველი პოლიტპატიმარი თავისუფლებას და სამართლიანობას იმსახურებს – ახლავე“, – აცხადებს ის.
მაკკლირი ALDE-ს წევრია. ამავე დროს, ის ერთ-ერთი იმ დეპუტატთაგანია, რომელიც აქტიურად მოითხოვს სა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებას.
ნახეთ რადიო თავისუფლების ინტერვიუ მაკკლირისთან, სადაც ის აუბრობს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების საერთაშორისო იზოლაციასა და ლონდონის ხელთ არსებულ ბერკეტებზე ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის პრესსპიკერის მხრიდან, ქართველი ხალხის ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად, “რუსულის” იარლიყის მიკერების ტაქტიკის გამოყენება, თავისთავად პასუხია ბევრ რამეზე

პაატა ზაქარეიშვილი – ხაბეიშვილის განცხადება აბსურდული და საშიშია, გამარჯვების შემთხვევაში წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს გავძარცვავთ, ან ფულს გადავუხდითო, ანუ ვიქნებით ბანდიტების ხროვა – მივმართავ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტელექტუალურ ფრთას, გააჩუმონ!