მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობა “ქართული ოცნების” დასუსტებას ემსახურება. “ოცნების” გაძლიერებას ემსახურება, მისი მარტო დატოვება ამ ველზე [ადგილობრივი არჩევნები]. ის განცხადებები, რომ [არჩევნებში შესვლა “ქართული ოცნების”] ლეგიტიმაციას ახდენს, აბსურდულია. ადგილობრივი არჩევნები ვერანაირ ლეგიტიმაციას ვერ მოახდენს. არც “ოცნებას” აქვს ამის ილუზია. ეს არის იმ ადამიანების სასოწარკვეთილი მცდელობა, რომ გაამართლონ თავიანთი გადაწყვეტილება, რომ არ შემოსულიყვნენ ჩვენთან ერთად ამ ძალიან მნიშვნელოვან ბრძოლაში. ვფიქრობ, ზოგიერთი ჩვენი კოლეგისგან განსხვავებით, ადგილობრივ არჩევნებს მივიჩნევთ ერთ-ერთ მიმართულებად იმისათვის, რომ დასუსტდეს “ქართული ოცნება.”
