გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერს ზურა ჯაფარიძეს არალეგიტიმურ პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ბრალდება წარედგინა.
როგორც მან ფორმულასთან საუბრისას თქვა, სასამართლო სავარაუდოდ დღეს გაიმართება. ჯაფარიძის თქმით, გირაოს გადახდას არ აპირებს.
მისივე თქმით, საქმის მასალებში ვოთსაპის მიმოწერა, სადაც ის ე.წ კომისიის წარმომადგენელს წერს, რომ სხდომაზე მისვლას არ აპირებს და ასევე, მისი საჯარო პოსტები.
“არანაირი გირაოს გადახდას არ ვაპირებ და ამაზე რამდენიმე კვირით ადრე ვთქვი. არსად გაქცევას არ ვაპირებ. სასამართლო ერთადერთი ინსტანციაა, სადაც ჩემი ნებით დავდივარ. არა იმის გამო, რომ იმედი მაქვს, რომ იქ სამართალს ვიპოვი, არამედ სასამართლო არის ის ადგილი, სადაც ნორმალურ ქვეყნებში სამართალი მოიპოვება. ჩვენნაირ ქვეყნებში, სადაც ასეთი ეჟიმები არიან, სასამართლო ყველაზე მეტად ყარს და ჩემი ებით ავდივარ ხოლმე, რომ ეს სიმყარე შევიგრძნო. ცხადია ჩემს სასამართლოზეც მივალ, სავარაუდოდ დღეს მივალ”- თქვა ჯაფარიძემ.