ზურაბ ჯაფარიძემ უარი განაცხადა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე, რის უფლებასაც კანონი აძლევდა. ამის შესახებ განცხადება ჯაფარიძე გვერდზე გავრცელდა, ფეისბუკზე.
“ზურაბ ჯაფარიძის პატიმრობიდან 6 თვე გავიდა, დარჩენილია 1 თვე. სწორედ ამიტომ, მას კანონით ეკუთვნის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება. დღეს მას შესთავაზეს აღნიშნული უფლებით სარგებლობა, თუმცა ვინაიდან არც ერთი გზით არ განიხილავს რუსულ რეჟიმთან თანამშრომლობას, ზურაბ ჯაფარიძემ მკაფიო უარი განაცხადა”, – ნათქვამია განცხადებაში.
ჯაფარიძეს 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო. მას მეორე ბრალიც აქვს წაყენებული ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, თუმცა ბრალდებას ჯერჯერობით აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ამ საქმეზე არ მოუთხოვია.




