,, ჯაფარასთვის გირჩის ამხევი, პედოფილიის არჩევანის თავისუფლებად გამომცხადებელი და მისი დეკრიმინალიზაციის მომხრე…” – რას წერს ,,გირჩზე”

საზმაუს ეთერში, სა და ,,გირჩს” შორის გამართულ დებატებს ეხმაურება :
,,რა ვიცი, მეგობრებო, ვისაც გსიამოვნებთ, აკრიტიკეთ მელია, რომელიც რეჟიმმა ორჯერ გაუშვა პარლამენტიდან იმ მიზეზით, რომ დაეჭირა, რომელსაც არასდროს არ დაუხევია უკან არც ერთი წინააღმდეგობის წინაშე, არასდროს არ დამდგარა უკანა რიგებში, დარბევა რომ დაიწყებოდა, ეგრევე რომ ათესილიყო, რომელიც ათენ-აღამებს აქციებზე, თავისი მოქალაქეობრივი ვალის მოსახდელად და არა ვინმესთვის რამის დასამტკიცებლად და ტვ კამერებში შესაჩხერად.
პარალელურად ან პირდაპირ ან ირიბად აქეთ ყველა გადამწყვეტ მომენტში ივანიშვილის მხარეს მყოფი, პირდაპირ მის ფულზე მჯდარი, საარჩევნო კომისიებში ადგილების ღიად გამყიდველი (და ამით პოლიტიკური კორუფციის და ს ფარსად გადამქცევი), ჯაფარასთვის გირჩის ამხევი, პედოფილიის არჩევანის თავისუფლებად გამომცხადებელი და მისი დეკრიმინალიზაციის მომხრე, სახელმწიფოს მიერ პარტიების დაფინანსების მაკრიტიკებელი და თვითონ ამ ფინანსების ამღები გირჩი 36.
ითვალეთ, რა ანგარიშით დამთავრდა “დებატები”, თქვენი ნებაა. უბრალოდ, საჭიროება რომ მოითხოვს, მელია ისევ ყველგან წინა ხაზზე იდგება და ისევ მისი იმედი გქონდეთ.“

ასევე დაგაინტერესებთ

პირებს, რომელსაც ნიდერლანდების მოქალაქის კუთვნილი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოვლა-პატრონობა ევალებოდათ და 298 170 ლარის ღირებულების 194 სული პირუტყვი უკანონოდ გაასხვისეს, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – პროტესტის ერთწლიან პერიოდში, ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, დევნისა და საქმიანობაში ხელშეშლის 400-მდე შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 100-მდე – 2024 წლის ბოლო 1 თვეში