ჯასტინ ტრუდო – კანადა უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლიდან 5 მილიარდ დოლარს გადასცემს

უკრაინელ ხალხს რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის ერთი დღეც კი არ უნდა გადაეტანა, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ კიევში მიმდინარე ღონისძიებაზე „დაუჭირე მხარი ს“ განაცხადა, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები როგორც პირადად, ასევე ონლაინ რეჟიმში ესწრებიან.
„ეს არ არის ის კონფლიქტი, რომელიც უკრაინას სურდა ან მისი პროვოცირება მოახდინა. ეს ომი დაიწყო ერთი მიზეზის გამო – ს სურვილის გამო – წაშალოს უკრაინის ისტორია და გააფართოოს თავისი იმპერიის ტერიტორია. რუსეთის ფედერაციის ქმედებები სხვა არაფერია, თუ არა პირდაპირი თავდასხმა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ უკრაინამ მიიღოს ხანგრძლივი მშვიდობა, რისი მიღწევაც შეუძლებელია, თუკი მოლაპარაკების მაგიდასთან უკრაინელები არ ისხდებიან“, – აღნიშნა ტრუდომ.
მან პარტნიორებს მოუწოდა გაზარდონ უკრაინის დახმარება. კანადის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ კიდევ 25 ერთეულ LAV III ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანას და სხვა სახის იარაღს მიიღებს.
„ჩვენ ასევე გადავცემთ უკრაინის დახმარების პირველ ტრანშს 5 მილიარდი დოლარის ოდენობით, რომელიც დაფინანსდება გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებით“, – აღნიშნა ტრუდომ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩვენ მაინც მოვახერხებთ, მარიამ ლაშხმა და თეა წულუკიანმა გაიგონ, რას ვფიქრობთ მათზე – საჩივრებს გავლენა ექნება, იმდენი სტატუსი აღარ დაიწერება, მაგრამ მაინც დაიწერება

შალვა პაპუაშვილი დონალდ ტუსკის განცხადებაზე – საუბარი, რომ ვიღაცას რაღაც გემოში არ მოსდის ქართული დემოკრატია, ყურით მოტანილი არგუმენტია – ეს არის პოლიტიკური ვენდენტა ქართველი ხალხის წინააღმდეგ იმიტომ, რომ არჩევნებში დამარცხდნენ

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციას არჩევნებში არ მონაწილეობით უნდა, თავი დაიძვრინოს მძიმე შედეგისგან – ორი პარტია, რომელიც მონაწილეობას განიხილავს, პოლიტიკურ გაერთიანებებს ემუქრება, საბოლოდ კი ვიცით, რასაც გარედან ეტყვიან, იმას გააკეთებენ

არჩილ გორდულაძე – გარედან დაფინანსებული ადამიანები თუ სხვა ადამიანს შეურაცხყოფას მიაყენებენ, ეს დონორების პასუხისმგებლობაცაა – ადგნენ ახლა ეს ადამიანები, კარგად გაითავისონ, რა არის მათი დარღვევა და თავი გააკონტროლონ