ჯასტინ ტრუდო – ბავშვთა საავადმყოფოზე და იქ მყოფ უდანაშაულო ბავშვებზე დარტყმას გამართლება არ აქვს – ეს საშინელებაა

ბავშვთა საავადმყოფოზე და იქ მყოფ უდანაშაულო ბავშვებზე დარტყმას გამართლება არ აქვს, – ასე ეხმაურება კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო რუსული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებზე დღეს განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას.
„ეს საშინელებაა. ბავშვთა საავადმყოფოზე და იქ მყოფ უდანაშაულო ბავშვებზე დარტყმას გამართლება არ აქვს“, – წერს ჯასტინ ტრუდო X-ზე.
კანადის პრემიერ-მინისტრმა დაღუპულების ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა და აღნიშნა, რომ უკრაინის მიმართ კანადის ერთგულება ისეთივე ძლიერია, როგორც არასდროს.
შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა დღეს უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც, ბოლო მონაცემებით, 33 ადამიანი დაიღუპა და 136 დაშავდა. რუსებმა ს ბავშვთა საავადმყოფოც დაბომბეს. კიევში რუსების თავდასხმის შედეგად, 22 ადამიანი დაიღუპა და 72 დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ