„ჯარის ქალაქში“ 39 კორპუსის მშენებლობაში 92.7 მლნ ლარი დაიხარჯა

„ჯარის ქალაქში“ 39 კორპუსის მშენებლობაში 92.7 მლნ ლარი დაიხარჯა. ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ, საქართველოს პარლამენტის წევრის დავით ხაჯიშვილის სადეპუტატო კითხვის პასუხად გაგზავნილ წერილში.
„სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვა და მათთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით, ქ. თბილისში, მახათას მთაზე განხორციელდა პროექტი – „ჯარის ქალაქი – Army City“.
პროექტის ფარგლებში დასრულდა 39 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, რაც ბინით უზრუნველყოფს 1092 თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოქმედ და ყოფილ მოსამსახურეს. აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობაზე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით, დაიხარჯა 92,714,533 (ოთხმოცდათორმეტი მილიონ შვიდას თოთხმეტი ათას ხუთას ოცდაცამეტი) ლარი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
მახათას მთაზე „ჯარის ქალაქის – Army City“-ს მშენებლობა 2020 წლის ოქტომბერში დაიწყო.