ჯარიმის არგადახდის შემთხვევაში, მეორე “დარღვევა” პატიმრობით დაისჯება

ქართულმა ოცნებამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში საბოლოოდ შეიტანა ცვლილება, რომლის თანახმადაც, ადამიანს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება, თუ ის გზის გადაკეტვისთვის, პოლიციელს დაუმორჩილებლობისა და თანამდებობის პირის შეურაცხყოფისთვის დაკისრებულ ჯარიმას არ გადაიხდის და ამ “დანაშაულს” გამეორებით ჩაიდენს.
მას მხარი ოცნების 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ იყო.
· 166-ე – წვრილმანი ხულიგნობა.
· 173-ე – სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის ან აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება.
· 173-ე მე-16 პრიმა – საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებასთან ან საქმიანობასთან დაკავშირებით.
· 174-ე პრიმა – შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა.