“ჯარიმებმაც ჩვენ გაგვჭედა და თვითმმართველობასთან დაკავშირებითაც ყველაზე უარესი სცენარისკენ მივდივართ”– ნიკა ობოლაძე

2-3 თვის წინ ოპოზიციის ჭკვიანი წარმომადგენლები, ანუ უმრავლესობა, ამბობდა: რა დროს თვითმმართველობის არჩევნების თემის განხილვაა – ახლა დროა ჯარიმებით გავჭედოთ სისტემაო.
გავიდა 2-3 თვე. ჯარიმებმაც ჩვენ გაგვჭედა და თვითმმართველობასთან დაკავშირებითაც ყველაზე უარესი სცენარისკენ მივდივართ. აბა, საკუთარ ეგოს ხომ არ შეეხებოდნენ, ხალხს თავად უნდა მობეზრებოდა აქციები და მარცხიც ხალხის ბრალი უნდა ყოფილიყო – არაო ხალხმაო, შევიდა სახლშიო, დადგა ახალი რეალობა და ჩვენც შევედით არჩევნებშიო.
მოაზროვნე, ემპათიური, პოლიტიკური ალღოს მქონე, კონსესუსის მიმღები ადამიანების ნაცვალდ – ჯო ვილსონის ანტიჩინური ტვიტის შემყურე, ცოტა პოზაში მყოფ, ცოტა გაპრანჭულ და თან ისტერიულ ფბ იუზერებად ვიქეცით.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – ერთმა სთქვა: მაღიარეთ, რაც გაგაჩნიათ, ღირსება, რეპუტაცია და სინდისი, ჩამაბარეთ და გაგათავისუფლებთო, მონობისათვის! – ცოტა რუსული „კგბ-შნიკური“ სცენარებიდან რომ გამოხვიდეთ და თქვენით იფიქროთ, ურიგო არ იქნება