ჯარიმებით და საურავებით გაზრდილი ბიუჯეტი – კორუფციის მკველვარებმა დათვალეს და გაარკვიეს, რომ გასულ წელთან შედარებით დაჯარიმებული ადამიანების ხარჯზე ბიუჯეტი 36 მილიონით გაიზარდა. ამ მოქალაქეებში შედიან აქციებში მონაწილეობის გამო დასჯილებიც.
რაც შეეხება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებს, თანხა, ამ შემთხვევაში, 29 მილიონით გაიზარდა.
ჯამში კი, ჯარიმების, საურავების და სანქციების რაოდენობა 365 მლნ-ს აჭარბებს.
ვასო ურუშაძე ხაზს უსვამს, რომ ჯარიმების ზრდის პარალელურად, არც უსაფრთხოება უმჯობესდება და არც საგზაო შემთხვევების მაჩვენებელი მცირდება.
“საავტომობილო ჯარიმები, პარკირების ჯარიმები თუ ნებისმიერი სხვა, რომ გადავხედოთ სტატისტიკას ბოლო წლების განმავლობაში, 5-ჯერ გაიზარდა ჯარიმების ოდენობა ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ. და, ამ დროს, არცერთ კომპონენტში არ გაუმჯობესებულობა მდგომარეობა როგორც დაცულობის, ასევე უსაფრთხოების ან თუნდაც კეთილდღეობის ნაწილში. განსაკუთრებით ეს არის საგზაო მოძღაობის წესების დარღვევის საჯარიმო სანქციები, თუმცა წლიდან წლამდე იზრდება ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა და იზრდება სიკვდილიანობა საქართველოს საავტმობილო გზებზე. ეს არის დასტური იმისა, რომ ჩვენ გვყავს ე.წ. ხელისუფლება, რომელიც არ არის ორიენტირებული საზოგადოების ინტერესზე” – ამბობს ვასო ურუშაძე.
სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები ამბობენ, რომ “ოცნება” ამ გზით ქვეყანაში არსებული პროტესტის შეჩერებას ცდილობს, თუმცა ეს არ გამოსდის.
“ამ ქვეყანაში ყალიბდება საპოლიციო რეჟიმი, რეჟიმი, რომელსაც საარსებოდ სჭირდება ფინანსური რესურსი და ეს ფინანსური რესურსი ისევ და ისევ იმ მოქალაქეებიდან უნდა რომ ამოიღოს, რომლებიც დღეს შეიძლება ან პასიურები არიან, ან არ უჭერენ მხარს წინააღმდეგობის მოძრაობას. ანუ ამ ადამიანებსაც კი გაუზარდეს სახდელები.
ეს გამკაცრებები, რომელიც რეჟიმმა ბოლო პერიოდში მიიღო, არ მუშაობს. არ მუშაობს იმიტომ, რომ რეალურად პროტესტის სახეზეა, პროტესტი გრძელდება, – ამბობს “ცვლილებისთვის” წევრი ნიკა ფარულავა.




