ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ადამიანებს დროებით საპარლამენტო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო სხვადასხვა სასჯელს აკისრებენ.
რიგ ქვეყნებში კომისიის მოთხოვნის არშესრულება სერიოზულ დარღვევად მიიჩნევა:
გერმანია:
სამართლებრივი საფუძველი: გერმანიის კონსტიტუციის 44-ე მუხლი, კანონი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიების შესახებ.
სასჯელი: კომისიის სხდომაზე მოწმის იძულების წესით მიყვანა. დასაბუთებული მიზეზის გამო კომისიაზე არმისვლა გამოიწვევს დაჯარიმებას, ან პოლიციის თანმხლებით მიყვანას. პარლამენტის მიმართ გამოჩენილი უპატივცემლობის გამო სასამართლომ ადამიანს, შესაძლოა, ჯარიმა დააკისროს.
საფრანგეთი:
სამართლებრივი საფუძველი: 58-1100 დადგენილების მე-6 მუხლი და სისხლის სამართლის კოდექსი.
სასჯელი: კომისიაზე გამოუცხადებლობა ან ჩვენების არმიცემა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას გამოიწვევს. სისხლის სამართლის 434 -15 მუხლის თანახმად, ადამიანისთვის სასჯელის სახედ და ზომად, შესაძლოა, განესაზღვროს ჯარიმა და ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
იტალია:
სამართლებრივი საფუძველი: კანონი #195/1987 საპარლამენტო საგამოძიებო კომისიების შესახებ.
სასჯელი: საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არმისვლა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარის თქმას უტოლდება. მოთხოვნების დარღვევა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებაა, რაც განისაზღვრება ჯარიმით ან საპატიმრო სასჯელით.
ესპანეთი:
სამართლებრივი საფუძველი: ესპანეთის სამეფოს კონსტიტუცია და პარლამენტის რეგლამენტი.
სასჯელი: მოწმეს, რომელიც კომისიის სხდომაზე მისვლასა და ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს, ბრალად წარედგინება დაუმორჩილებლობა, დაეკისრება ჯარიმა ან პატიმრობა. საქმე, შესაძლოა, სასამართლოს გადაეცეს მისი იძულების წესით მოყვანის მიზნით.
შვედეთი:
სამართლებრივი საფუძველი: კანონი კონსტიტუციის შესახებ, საპარლამენტო კომისიების უფლებამოსილებები მეტად შეზღუდულია.
სასჯელი: მკაცრი სასჯელი არ არსებობს. საპარლამენტო კომისიის სხდომაში მონაწილეობა დიდწილად განისაზღვრება პოლიტიკური პასუხისმგებლობითა და გამჭვირვალეობის ნორმებით.
საერთოევროპული პრაქტიკა:
ევროკავშირის წევრი-ქვეყნების პარლამენტების უმეტესობას კანონიერი უფლება აქვთ გამოიძახონ მოწმე და მოითხოვონ დოკუმენტები. აღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობა ისჯება ჯარიმით, პოლიციის თანმხლებით იძულების წესით სხდომაზე მიყვანით, სისხლისსამართლებრივი დევნით. ზოგ ქვეყანაში საჯარო მოხელეებს აღნიშნული კანონმდებლობის დაცვა მკაცრად ევალებათ.
წყარო: imedinews.ge
