ჯანულიჯი ბუფონის შვილმს თქვა, რატომ გადაწყვიტა ჩეხეთის ნაკრებში თამაში

ლეგენდარული იტალიელი მეკარის ჯანლუიჯი მეკარის შვილმა 17 წლის ლუისმა ახსნა, რატომ გადაწყვიტა ჩეხეთის ნაკრებში თამაში.
მოგეხსენებათ, “პიზას” ახალგაზრდა შემტევის დედა და შესაბამისად, ჯიჯის ყოფილი მეუღლე ალიონა სერედოვა ჩეხი გახლავთ და უმცროს ბუფონსაც ამ ქვეყნის სახელით თამაში შეეძლო.
ლუი ბუფონს ჩეხეთის 18-წლამდელთა ნაკრებში უხმეს. 20 მარტს ის ინგლისთან ამხანაგურ შეხვედრაში, რომელიც ფრედ 2:2 დასრულდა, არ ათამაშეს.
დღეს ჩეხები ასევე ამხანაგურად პორტუგალიას ეთამაშებიან, 25 მარტს კი საფრანგეთს და სავარაუდოდ, უმცროსი ბუფონის დებიუტსაც მალე ვიხილავთ.
“გადაწყვეტილების მიღებამდე ოჯახს ვესაუბრე და ყველამ ერთად გადავწყვიტეთ,
რომ ჩემი კარიერული განვითარებისთვის ასე უკეთესი იქნებოდა.
დედაჩემი ძალიან ბედნიერი დარჩა, მაგრამ მამაჩემიც აღფრთოვანებული იყო, რადგან ნაკრებიდან მოწვევა მივიღე. მან მირჩია, რომ ჩეხეთში თამაში უფრო კარგი იქნებოდა”, – ციტირებს ბუფონის სიტყვებს The Sun.