ჯანო არჩაია – მინდა მივმართო ე.წ. მამაოებს, გაიხსენონ, ვის ემსახურებიან – ღმერთს თუ სატანას – რაც შეეხება შეწყალებას, ჩვენ სამათხოვრო არავისი არაფერი გვჭირს, ვიბრძოლებთ ბოლომდე, როგორც საჭირო იქნება!

რაც შეეხება შეწყალებას, ჩვენ სამათხოვრო არავისი არაფერი გვჭირს. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, როგორც საჭირო იქნება, – ამის შესახებ საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა ერთ-ერთმა პირმა, ჯანო არჩაიამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, არც თავად და არც მასთან ერთად მყოფი სხვა დაკავებულები მიხეილ ყაველაშვილისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვას და ბოდიშის მოხდას არ აპირებენ.
„მინდა დავამატო და მინდა მივმართო ე.წ. მამაოებს, რომლებიც წვერებით დადიან, მინდა გაიხსენონ, ვის ემსახურებიან – ღმერთს თუ სატანას. როცა მოუწოდებთ მრევლს, სულიერ შვილებს, ერთი დაფიქრდით, თავად თქვენს შვილებს როგორ უბრაგუნებდნენ, როგორ სცემენ ციხეში და სამი წლის ბავშვებს ქუჩაში ყრიან. ეს პოლიტიკას აღარ ეხება და ხმა ამოიღეთ… რაც შეეხება შეწყალებას, ჩვენ სამათხოვრო არავისი არაფერი გვჭირს, ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, როგორც საჭირო იქნება“, – განაცხადა ჯანო არჩაიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: …მილანში მქონდა შეხვედრები ჯეი დივენსთან და ასევე, სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან, იქაც იყო ამ თემასთან დაკავშირებით საუბარი, რომ ისინი ამ თემაზე მუშაობდნენ და აუცილებლად დაგვიბრუნდებოდნენ

მიხეილ ყაველაშვილი: პირველი ქალბატონების შეხვედრა იყო საკმაოდ, ძალიან მნიშვნელოვანი სხვათა შორის, ხელოვნური ინტელექტი, დღევანდელი ტექნოლოგიები ყველას აწუხებს ხომ? აიტაცეს და მართლაც მისასალმებელი თემა არის დედის ინსტინქტი, ისე მოეწონათ