ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო – კლინიკებში სიკვდილიანობის მაჩვენებლის დათვლის ინდიკატორები ცნობილი მარტის ბოლოს გახდება – პროცესში გათვალისწინებული იქნება ასაკი, სქესი და თანმხლები დაავადებები

კლინიკებში სიკვდილიანობის მაჩვენებლის დათვლის ინდიკატორები ცნობილი მარტის ბოლოს გახდება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, პროცესში გათვალისწინებული იქნება ისეთი რისკ-ფაქტორები, როგორიცაა ასაკი, სქესი, თანმხლები დაავადებები და ა.შ.
„ჯანდაცვის სამინისტრო, ჰოსპიტალური მომსახურების ხარისხის შეფასების ინდიკატორებზე მუშაობს. ცვლილების მიზანი, სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და პაციენტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ხარისხის შეფასებისთვის, სხვა ინდიკატორებთან ერთად, გათვალისწინებული იქნება რეჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის მაჩვენებლებიც.
ჰოსპიტალური მომსახურების ხარისხის შეფასების ინდიკატორებზე მუშაობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების ჩართულობით მიმდინარეობს. პროცესში გათვალისწინებული იქნება ისეთი რისკ-ფაქტორები, როგორიცაა ასაკი, სქესი, თანმხლები დაავადებები და ა.შ.
შეფასების ინდიკატორების ნუსხას ჯანდაცვის სამინისტრო მარტის ბოლოს გამოაქვეყნებს, სადაც განსაზღვრული იქნება მეთოდოლოგია, დათვლის წესი და წყაროები. სამუშაო პროცესში სექტორის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.
აღნიშნული ინსტრუმენტი, შემდგომ ეტაპზე, გამოყენებული იქნება, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული კლინიკების სელექციური კონტრაქტირებისთვის.
ჰოსპიტალური მომსახურების ხარისხის შეფასების ინდიკატორების განსაზღვრას, დანერგვას, მონაცემთა შეგროვებას, ანალიზსა და გამოყენებას სამედიცინო სერვისების ხარისხის გაუმჯობესებისა და გადაწყვეტილებების მიღებისათვის, საქართველოს 2022-2030 წლების ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგია ითვალისწინებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, კლინიკების ნაწილს დოკუმენტი გაეგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ თუ პაციენტების სიკვდილიანობის მაჩვენებელი 6 %-ზე მაღალი ექნებათ, სახელმწიფო დაფინანსებას შეუწყვეტენ. წერილი კლინიკების ნაწილს სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ გაუგზავნა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – როცა რეჟიმი ასე გიტევს, ის ბოლომდე წავა, გაჩერდება იმ შემთხვევაში, თუ მის ძალადობას დაუპირისპირდება გადაულახავი ძალა, რომელიც მას დააფრთხობს – ძალას ახლა კი ვხედავ, მაგრამ ეს ძალა დაქსაქსულია

ირაკლი კირცხალია ALDE-ზე – „მოლოტოვის“ მსროლელ ლაზარე გრიგორიადისს გმირად გვირაცხავ, შემდეგ, ზრდასრული ლაზარე რომ გამოჩნდა, რომელიც ტერორიზმს გეგმავდა, ამას ახალისებ, აქ გასაკვირი და ახალი არაფერია