ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზარი 50 მლნ ლარით გაიზარდა – 9 თვის სტატისტიკა

კერძო სამედიცინო დაზღვევა საქართველოს მოსახლეობის 21%-ს აქვს. ბაზრის 9 თვის სტატისტიკას დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ავრცელებს.
მისი მონაცემებით, ქვეყანაში 782,035 მოქმედი პოლისია, რაც წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 32 ათასით მეტია.
სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემია 478 მლნ. ლარს შეადგენს (წინა წლის იგივე პერიოდში იყო 428 მილიონი), ბაზრის ლიდერი კი ისევ „ჯიპიაია“ 25%-იანი წილით (118.9 მილიონი ლარი), მეორეა „იმედი ელი“ (19%, 91.3 მილიონი), „არდის“ 14% აქვს (66.8 მილიონი,) „ დაზღვევას“ კი 10% (47.8 მილიონი,) „ბენეფიტი“ 44.9 მილიონიანი პრემიით სამედიცინო დაზღვევის ბაზრის 9%-ის მფლობელია.
ბაზარზე წილების გადანაწილება გასული წლის იგივე პერიოდის ანალოგიურია

2025 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას. ამ პერიოდში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 1 098 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 272 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 113 მილიონი.

სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 696 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 517 მილიონ ლარს.