ჯანმო ქვეყნებს მოუწოდებს, ალკოჰოლზე, თამბაქოსა და შაქრიან სასმელებზე ფასები 50%-ით გაზარდონ – Reuters

ჯანმომ მსოფლიოს ალკოჰოლზე, სიგარეტსა და შაქრიან სასმელებზე ფასების მკვეთრი ზრდისკენ მოუწოდა. ორგანიზაციის განცხადების მიხედვით, 2035 წლისთვის ამ პროდუქტებზე ფასი სულ მცირე 50%-ით უნდა გაიზარდოს.
ჯანმოს ექსპერტები განმარტებით, ეს ქრონიკული დაავადებების განვითარებას შეაჩერებს და სახელმწიფოებს ბიუჯეტის გაზრდაშიც დაეხმარება.
ორგანიზაციაში შეშფოთებულები არიან მსოფლიოში არაინფექციური დაავადებების ზრდით, რაც ჯანდაცვის სისტემებზე წნეხს აძლიერებს. ჯანმოში აღნიშნავენ, რომ არაინფექციური დაავადებები, მათ შორის გულის დაავადებები, კიბო და დიაბეტი მსოფლიოში გარდაცვალების შემთხვევების 75%-ის მიზეზია.
ორგანიზაციის პროგნოზით, ალკოჰოლზე, სიგარეტსა და შაქრიან სასმელებზე ფასების ზრდა მომდევნო 50 წლის განმავლობაში ნაადრევი გარდაცვალების 50 მილიონ შემთხვევის პრევენციას შეძლებს.