ჯანელიძე და ხიდაშელი არალეგიტიმურ მთავრობასთან დისკუსიას დათანხმდნენ

ფოტოკოლაჟი – მთავარი არხი
მთავარი არხის ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიხეილ (პაპუნა) ჯანელიძე და საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი ხვალ, 4 დეკემბერს, საქართველოს პირველ არხზე საქართველოს არალეგიტიმურ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის არალეგიტიმურ თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, პირდაპირ ეთერში, საჯარო დისკუსიაში მონაწილეობას დათანხმდნენ.
დისკუსია საზოგადოებრივ მაუწყებელზე, 4 დეკემბერს, 22:00 საათზე გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

არმაზ ახვლედიანი – ივანიშვილ-კობახიძის ანტიეროვნული, დანაშაულებრივი, კორუმპირებული რეჟიმის დასრულება შეუძლია არა ამ ნდობადაცლილ ოპოზიციას, არამედ სრულიად ახალ, არსით წესიერ, დემოკრატ, ეროვნულად და ევროპულად მოაზროვნე ლიდერებს