Numbeo-ს ჯანმრთელობის დაცვის ინდექსის მიხედვით, ჯანდაცვის სისტემის საერთო ხარისხით ყველაზე მაღალი (86 ქულა) ტაივანშია, მას მოსდევს სამხრეთ კორეა (82.7 ქულა) და იაპონია (79.3 ქულა).
ამ რეიტინგში საქართველოს 54.5 ქულა აქვს და 79-ე ადგილზეა. რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, 75-ზეა უკრაინა (55.4 ქულა), 55-ზე – რუსეთი 60.9 ქულით, 89-ზე – აზერბაიჯანი 47.7 ქულით, მე-60-ზე – ყაზახეთი 60.1 ქულით, 25-ზე – თურქეთი 70.1 ქულით. რეიტინგში არ იძებნება სომხეთის მონაცემები.
20 ქვეყნის ჩამონათვალი, სადაც ჯანდაცვის სისტემის საერთო ხარისხი ყველაზე მაღალია ასეთია:
1. ტაივანი 86.0 ქულა;
2. სამხრეთ კორეა 82,7 ქულა;
3.იაპონია 79,3 ქულა;
4. ნიდერლანდები 78,9 ქულა;
5. საფრანგეთი 78,1 ქულა;
6. დანია 78,0 ქულა;
7. ესპანეთი 77,6 ქულა;
8. ფინეთი 77,3 ქულა;
9. ტაილანდი 77,2 ქულა;
10. ავსტრია 76,6 ქულა;
11. ლუქსემბურგი 76,3 ქულა;
12. ესტონეთი 76,3 ქულა;
13. ნორვეგია 75,7 ქულა;
14. ჩეხეთი 75,5 ქულა;
15. ბელგია 75,3 ქულა;
16. ლიეტუვა 74,4 ქულა;
17. ისრაელი 73,5 ქულა;
18. გაერთიანებული სამეფო 73,5 ქულა;
19. პორტუგალია 72,7 ქულა;
20. შვეიცარია 72.6 ქულა.
Numbeo-ს ინფორმაციით, ჯანმრთელობის დაცვის ინდექსი არის შეფასება, რომელიც აფასებს ჯანდაცვის სისტემის საერთო ხარისხს, მათ შორის ისეთი ფაქტორებს, როგორიცაა ჯანდაცვის პროფესიონალები, აღჭურვილობა, პერსონალი, ექიმები და ხარჯები. ის უზრუნველყოფს კონკრეტულ ადგილას ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის, სერვისებისა და რესურსების შეფასებას.
„ჩვენს მიერ წარმოდგენილი ჯანმრთელობის დაცვის ინდექსი ეფუძნება მომხმარებლის მონაცემებსა და აღქმებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეფასებები შეიძლება იყოს მიკერძოებული, ინდექსი არის შედარებითი ინსტრუმენტი ჯანდაცვის სისტემის შესაფასებლად, რაც დაინტერესებულ პირებს ჯანდაცვის ლანდშაფტის გაგებაში ეხმარება“, – წერს Numbeo .