ჯანდაცვის სისტემის განვითარება განსაკუთრებული პრიორიტეტია, ასევე სერიოზული ინვესტიციები ჩაიდება მულტიფუნქციური სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში

ჯანდაცვის სისტემის განვითარება განსაკუთრებული პრიორიტეტია, გვაქვს სერიოზული გეგმები, ასევე სერიოზული ინვესტიციები ჩაიდება სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებ მულტიფუნქციური ცენტრების მნიშვნელობაზე.
„ჯანდაცვის სისტემის განვითარება არის განსაკუთრებული პრიორიტეტი და აქაც გვაქვს სერიოზული გეგმები, მათ შორის ახალი ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით არსებული პროგრამების კიდევ უფრო მეტად დახვეწისა და გაფართოების თვალსაზრისით. ამაზეც 4 წლის განმავლობაში აქტიურად ვიმუშავებთ. სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი, ესეც არის ერთ-ერთი სერიოზული პრიორიტეტი და ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები. განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებ მულტიფუნქციური ცენტრების მნიშვნელობაზე, ეს არის პროექტი, რაშიც დაიხარჯება დაახლოებით 2 მილიარდი ლარი. ყველა მუნიციპალურ ცენტრს საბოლოო ჯამში უნდა ჰქონდეს მულტიფუნქციური სპორტული ინფრასტრუქტურა თავის საცურაო აუზით და თავისი სხვა სივრცეებით სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის, ამაშიც ძალიან სერიოზული ინვესტიცია ჩაიდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გვარამიას უსაყვარლესი თემა იყო პატრიარქის დაკნინება- ახლა გამოდგა და კაკანებს, ვერ გამოვემშვიდობეო! შენ ვერც სამძიმარზე გაბედე მისვლა, არ იყო გულსევდიან მორწმუნეებში შენი ადგილი! ბიძინა ივანიშვილი იქ უნდა ყოფილიყო და იყო კიდეც, ამას დამსახურება სჭირდება, შენ ვერ დაიმსახურე

დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ისჯება, მიუხედავად იმისა, არის თუ არა შენი უშუალო ქმედებების კონკრეტული მტკიცებულება – ასეთი ორგანოს წევრობა საბავშვო გართობა არ არის, იგი სრულწლოვანია და ამას უნდა აცნობიერებდეს