ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური მომსახურების ხარისხის შეფასების ინდიკატორებზე მუშაობს

ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური მომსახურების ხარისხის შეფასების ინდიკატორებზე მუშაობს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილების მიზანი სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და პაციენტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
მათივე ცნობით, ხარისხის შეფასებისთვის სხვა ინდიკატორებთან ერთად, გათვალისწინებული იქნება რეჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის მაჩვენებლებიც.
„ჰოსპიტალური მომსახურების ხარისხის შეფასების ინდიკატორებზე მუშაობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების ჩართულობით მიმდინარეობს. პროცესში გათვალისწინებული იქნება ისეთი რისკ-ფაქტორები, როგორიცაა ასაკი, სქესი, თანმხლები დაავადებები და ა.შ.
შეფასების ინდიკატორების ნუსხას ჯანდაცვის სამინისტრო მარტის ბოლოს გამოაქვეყნებს, სადაც განსაზღვრული იქნება მეთოდოლოგია, დათვლის წესი და წყაროები. სამუშაო პროცესში სექტორის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან. აღნიშნული ინსტრუმენტი, შემდგომ ეტაპზე, გამოყენებული იქნება, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული კლინიკების სელექციური კონტრაქტირებისთვის“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ჰოსპიტალური მომსახურების ხარისხის შეფასების ინდიკატორების განსაზღვრას, დანერგვას, მონაცემთა შეგროვებას, ანალიზსა და გამოყენებას სამედიცინო სერვისების ხარისხის გაუმჯობესებისა და გადაწყვეტილებების მიღებისათვის, საქართველოს 2022- 2030 წლების ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგია ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

“ზუსტად 102 წლის წინ, 1923 წლის 20 მაისს, თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე, საბჭოთა ჩეკამ ანტისაბჭოთა აჯანყების მოწყობის მცდელობისთვის დახვრიტა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ქართველი ოფიცრები”

დავით მათიკაშვილი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურზე – თავსმოხვეული იყო მოსაზრება, რომ ასეთი სპეციალური სამსახურები უნდა შექმნილიყო – პროკურატურას უბრუნდება საკითხები, რომლებიც ისედაც მის მიერ განხილვადი იყო და არაფერი განსაკუთრებული არ ხდება