ჯანდაცვის სამინისტრო სუბსპეციალობის პროგრამაში – „სასამართლო ექსპერტიზა“ ექიმებს უფასოდ გადაამზადებს

ჯანდაცვის სამინისტრო სუბსპეციალობის პროგრამაში – „სასამართლო ექსპერტიზა“ ექიმებს უფასოდ გადაამზადებს.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის ფარგლებში აჭარის, იმერეთის, კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში მცხოვრები 10 ექიმი გადამზადდება.
„გადამზადებული ექიმები, ძირითადი კლინიკური საქმიანობის პარალელურად, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს რეგიონულ დანაყოფებში დასაქმდებიან და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზას უზრუნველყოფენ. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება, როგორც სწავლის, ისე სწავლის ხელშეწყობის ხარჯები (თბილისში საცხოვრებლის, ტრანსპორტის, დღიური ნორმის ხარჯები).
სასამართლო ექსპერტების გადამზადების პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა, განაცხადი სამინისტროს ელ-ფოსტაზე [email protected] უნდა გამოაგზავნონ.
პროგრამასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე – https://www.moh.gov.ge/uploads/files/2023/gancxadebebi/_sajaro-gancxadeba_.pdf“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბარამიძე – „ქართულ ოცნებას“ ხელსაც კი არ ართმევენ, არ პატიჟებენ ისეთ ფორმალურ მიღებაზეც კი, სადაც ასობით ქვეყნის დელეგაციაა, მათ შორის, ისეთი ქვეყნებისაც, რომლებიც დიდი დემოკრატიულობით ვერ გამოირჩევიან