ჯანდაცვის სამინისტრო – საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში, პაციენტს არჩეული ე.წ. VIP პალატით სარგებლობისას, თანაგადახდის შესაძლებლობა მიეცემა

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში, პაციენტს არჩეული ე.წ. VIP პალატით სარგებლობისას, თანაგადახდის შესაძლებლობა მიეცემა.
ე.წ. VIP პალატის სარგებლობისას, თანაგადახდის შესაძლებლობისთვის, შესაბამის ბრძანებას ჯანდაცვის მინისტრმა ხელი მოაწერა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, განისაზღვრა ე.წ. VIP პალატის კრიტერიუმები, რომელიც სტანდარტულ პალატასთან შედარებით, მთელ რიგ დამატებით პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს. „სიახლის ამოქმედების შემდეგ, ე.წ. VIP პალატით სარგებლობისთვის, პაციენტს აღარ მოუწევს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამით სარგებლობაზე ერთჯერადი უარის თქმა – მას ექნება შესაძლებლობა, ნებისმიერ სტაციონარულ დაწესებულებაში, პროგრამიდან გასვლის გარეშე, ისარგებლოს თანაგადახდით და დამატებით არჩეული პალატის ღირებულება – 350 ლარი (პირველი კატეგორიის), ან 250 ლარი (მეორე კატეგორია) გადაიხადოს.
სამინისტროსა და სექტორის ერთობლივი, აქტიური კონსულტაციების შედეგად, განისაზღვრა ე.წ. VIP პალატის კრიტერიუმები, რომელიც სტანდარტულ პალატასთან შედარებით, მთელ რიგ დამატებით პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს:
· უნდაიყოსმაღალიკლასისსასტუმროსნომრისფორმის, სამედიცინოდაწესებულებისთვისდამახასიათებელისპეციფიკურობითდაიზოლირებულიუნდაიყოსსხვაპალატებისგან
· უნდამოიცავდესპაციენტისმოსასვენებელსივრცეს, საოფისესამუშაოსივრცეს, სამზარეულოსივრცეს, სააბაზანოსდაოჯახისწევრებთანდასხვაპირებთანშეხვედრებისთვისგანკუთვნილსივრცეს
· აღჭურვილიუნდაიყოსპაციენტებისმოვლისთვისსაჭიროშესაბამისიმოწყობილობებითათანამედროვე, უმაღლესიხარისხისსამედიცინოტექნიკითდაინვენტარით
· აღჭურვილიუნდაიყოსშესაბამისისაყოფაცხოვრებოტექნიკითდანივთებით
· უნდაითვალისწინებდესპაციენტთანთავმდგმურისდარჩენისშესაძლებლობასდასხვა
აღსანიშნავია, რომ პაციენტს აქვს თავისუფალი არჩევანის საშუალება და თუ მას ე.წ. VIP პალატით სარგებლობა არ სურს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ზოგადი წესის მიხედვით ისარგებლებს. პროცესის შესახებ დეტალურ ინფორმაციას, პაციენტს, სამედიცინო დაწესებულება მიაწვდის. ამასთან, კლინიკა განუმარტავს დამატებითი თანხის გადახდის პირობებს.
თუ სამედიცინო დაწესებულებაში, სტანდარტული პალატების არარსებობის გამო, პაციენტს ე.წ. VIP პალატაში განათავსებენ, ის დამატებით ღირებულებას არ გადაიხდის.
არჩეულ, ე.წ. VIP პალატის სარგებლობისას, თანაგადახდის შესაძლებლობისთვის, შესაბამის ბრძანებას ჯანდაცვის მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა.
სამედიცინო დაწესებულებაში, სიახლის ამოქმედებისთვის, მისმა ხელმძღვანელობამ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უნდა მიმართოს და შესაბამისი ნებართვა მიიღოს. სწორედ ამის შემდეგ შეძლებს პაციენტი კონკრეტულ სამედიცინო დაწესებულებაში, არჩეული, ე.წ. VIP პალატით სარგებლობისთვის, თანაგადახდით სარგებლობას“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა, ახლა ნანგრევების დასუფთავებით ვიქნებოდით დაკავებულები – ასეთ ბრიუსელთან საერთო ენას ვერ გამოვნახავთ, ბრიუსელის ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს

შალვა პაპუაშვილი – ბაჩო ახალაია მეუღლის ზურგს ამოეფარა და ისე აპირებდა ქვეყნის დამხობას – ისიც კი ვერ გაბედა, საკუთარ თავზე დაეტოვებინა პასუხისმგებლობა და მეუღლისთვის ჩამოეშორებინა

შალვა პაპუაშვილი – პროდუქტის ფასებთან დაკავშირებით პარლამენტის სპეციალური კომისიის მუშაობა ღია, საჯარო იქნება – საზოგადოების თვალწინ შევეცდებით გავარკვიოთ, როგორ ხდება სასურსათო პროდუქტებზე ფასების წარმოქმნა