,,ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის, გააგრძელოს შეხვედრები რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალთან”, – ამის შესახებ ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამინისტროს განცხადებით, შეხვედრებზე კლინიკის პერსონალს ყველა საკითხის დეტალურად განხილვის შესაძლებლობა აქვს
„ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის, კლინიკასთან და მის თანამშრომლებთან დაკავშირებით ამომწურავი და დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, გააგრძელოს შეხვედრები რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალთან. შესაბამისად, რესპუბლიკურ საავადმყოფოში „სამედიცინო ჰოლდინგის“ ხელმძღვანელობასა და ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ სამუშაო ჯგუფთან 5 თებერვლამდე, ყოველდღიურად, 18:00-იდან 19:00 საათამდე იმართება შეხვედრები.
შეხვედრებზე კლინიკასთან და მის თანამშრომლებთან დაკავშირებით პერსონალს ყველა საკითხის დეტალურად განხილვის შესაძლებლობა აქვს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
