ჯანდაცვის სამინისტრო: აქციაზე დაშავებული 11 მოქალაქე მოხვდა კლინიკაში, მათგან ექვსი პოლიციელი იყო

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, “აგენტების კანონის” წინააღმდეგ 30 აპრილს გამართული აქციის დარბევის შემდეგ სხვადასხვა კლინიკაში სამედიცინო დახმარების მისაღებად გადაიყვანეს 11 მოქალაქე – მათგან ექვსი პოლიციელი იყო. როგორც სამინისტროს პრესსამსახურმა უთხრა რადიო თავისუფლებას, მათგან რამდენიმემ უკვე დატოვა სამედიცინო დაწესებულება.
ცნობილია, რომ კლინიკიდან გამოწერილებს შორის არის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე , რომელიც სასტიკად სცემეს აქციის ღამეს. მას ცხვირის ოპერაცია ჩაუტარდა.
საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ „აგენტების კანონი” (კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ) პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო. კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად, 30 აპრილს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე დაიწყო პროექტის მეორე მოსმენით განხილვა.
30 აპრილის ღამეს საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმელებმა გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, ე.წ. წიწაკის სპრეი, ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი.
-მ განაცხადა, რომ „კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება” მას შემდეგ დაიწყო, რაც „აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს” და მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება