ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამით ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე 50-მა 18 წლამდე პაციენტმა ისარგებლა

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამით 50-მა 18 წლამდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტმა ისარგებლა.
ამის შესახებ მან კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„2023 წელს დაწყებულია ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ბავშვებისთვის ხარისხიანი და მაღალტექნოლოგიური მომსახურებები იფარება ს, თურქეთისა და ესპანეთის პარტნიორ 6 კლინიკაში. პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე ისარგებლა ან მომსახურების პროცესშია, ჯამში, 50 პატარა პაციენტი“,- განაცხადა აზარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე – თუ პრორუსული ხელისუფლება გადაწყვეტს, ქართველი ხალხის ნება გააყალბოს, მათთვის სერიოზული სუსხი წამოვა ქართველი ხალხისგან და დასავლეთისგან – ნებისმიერი კვლევა აჩვენებს მხოლოდ ერთს, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდება

თინა ხიდაშელი – არჩევნებამდე 3 კვირაა დარჩენილი და ქვეყანაში არცერთი კრიტერიუმით არ არის არც სამართლიანი, არც თავისუფალი საარჩევნო გარემო – ხალხს თუ გაუჩნდა იმის რწმენა, რომ არჩევნები მოპარეს, მას ვერაფერი გააჩერებს