ჯანდაცვის მინისტრი სომხეთის შრომისა და სოციალური საკითხების მინისტრს შეხვდა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ერევანში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის შრომისა და სოციალური საკითხების მინისტრთან, ნარეკ მკრტჩიანთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები შრომისა და სოციალური დაცვის მიმართულებით, ასევე იმსჯელეს ქვეყნებს შორის არსებული გამოწვევებისა და წარმატებული პრაქტიკის გაზიარების საკითხებზე. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს რეგიონში სოციალური დაცვის სისტემების განვითარების მნიშვნელობას და მომავალში ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივებს.
, ერევანში, სოციალური სამართლიანობის მე-3 საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს. ვიზიტი რეგიონში სოციალური სამართლიანობის გაძლიერებასა და საერთაშორისო პარტნიორობის ხელშეწყობას ემსახურება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში