ჯანდაცვის მინისტრი , ს ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ლაშა ქარდავას შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი ს ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ლაშა ქარდავას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა, ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით, ერთობლივ პროექტებზე იმსჯელეს და პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების საკითხებზე შეთანხმდნენ.
“საუბარი შეეხო ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს და ამ მიმართულებით, გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.
მიხეილ სარჯველაძემ ლაშა ქარდავას წარმატებები უსურვა და მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტების მიმართულებით, სრული მხარდაჭერა აღუთქვა”, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ევროპა უკრაინას რთული გადაწყვეტილებების მიღებაში უნდა დაეხმაროს – უკრაინისთვის ძნელია, მაგრამ დიდი დანაკარგების თავიდან ასაცილებლად, უნდა აღმოვფხვრათ ბოროტება

ლევან მახაშვილი – პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთში მიმდინარე ფორუმზე „ოკუპაცია“ ახსენა იმ სიღრმით და იმ ხარისხით, რაც საჭირო იყო ამ კონფერენციაზე სათქმელად – ფორუმის მიზანი არ ყოფილა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გარკვევა