ჯანდაცვის მინისტრი მზია ამაღლობელს ურჩევს, შიმშილობა შეწყვიტოს
ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ “საზოგადოებრივი მაუწყებელი” წერს.
როგორც მან განაცხადა, მისი რჩევაა რომ მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტოს.
„ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ახლა მზია ამაღლობელის ჯანმრთელობას, არის, შეწყვიტოს პროტესტის ეს ფორმა. შესაბამისად, დაუბრუნდეს კვებას. ეს იქნებოდა მისი ჯანმრთელობისთვის ყველაზე საუკეთესო გამოსავალი. ამ რჩევას კვლავაც მის გასაგონადაც გავიმეორებ. რაც შეეხება მის ამჟამინდელ მდგომარეობას, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი პროტესტის ნიშნად 28-ე დღეა შიმშილობს. ის მხოლოდ წყალს იღებს. შიმშილობის 24 დღე მზია ამაღლობელმა ციხეში გაატარა. 4 თებერვალს კი, კლინიკაში გადაიყვანეს კვლევებისათვის, სადაც ამ დრომდე რჩება.
