ჯანდაცვის მინისტრი მზად არის, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან შეხვედრა გამართოს და მათ კითხვებს პირადად უპასუხოს

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი მზად არის, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან შეხვედრა გამართოს და მათ კითხვებს პირადად უპასუხოს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, დღევანდელ შეხვედრაზე, კლინიკასთან და მის თანამშრომლებთან დაკავშირებით, თითოეული საკითხი, დეტალურად იქნება განხილული.
„ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი მზად არის, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან შეხვედრა გამართოს და მათ კითხვებს პირადად უპასუხოს.
შეხვედრაზე, კლინიკასთან და მის თანამშრომლებთან დაკავშირებით, თითოეული საკითხი, დეტალურად იქნება განხილული. აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრომ ოფიციალური განცხადება, გუშინ, 25 იანვარს 17:00 საათზე გაავრცელა“,- აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილსა და რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შორის შეხვედრა დღეს, ჯანდაცვის სამინისტროში 15:00 საათზეა დაგეგმილი, პარალელურად კი რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის ნაწილი სამინისტროსთან აქციას გამართავს.
სამედიცინო პერსონალი მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებს რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟთან დაკავშირებით. როგორც ისინი განმარტავენ, რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილება სამედიცინო პერსონალისთვის მოულოდნელი იყო.
ინფორმაციისთვის, რესპუბლიკური საავადმყოფოს ძირითადი სამკურნალო კორპუსის ნაცვლად, ახალი სამედიცინო ცენტრი აშენდება. რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შენობის დემონტაჟის გამო მთავრობა კომპენსაციებსა და სხვა კლინიკებში დასაქმებას სთავაზობს. უფრო კონკრეტულად, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ რამდენიმე შეთავაზებიდან მათთვის სასურველი აირჩიო.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – სიმართლე ისაა, რომ საქართველო დღეს უფრო შორს არის ევროკავშირის წევრობისგან, ვიდრე 2023 წელს იყო, როდესაც მას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა – ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის დასკვნები გამანადგურებელია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის

ევროკავშირის ელჩი – ჩვენ აქ ვართ, არსად მივდივართ, გელოდებით, კარი ღიაა, მაგრამ ამ კარში საქართველომ თავისი ხელისუფლებით უნდა გაიაროს – გამანადგურებელი ანგარიში გამომაფხიზლებელი სიგნალი უნდა იყოს, გთხოვთ, დაუბრუნდით ევროინტეგრაციის პროცესს