ჯანდაცვის მინისტრი – კლინიკების არც თუ პატარა ნაწილს შეიძლება შეექმნას აკრედიტაციის პრობლემა, რადგან ამას სჭირდება, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერა – ვეცდებით პაციენტის საუკეთესო ინტერესების რელევანტური იყოს გადაწყვეტილებები

კლინიკების არც თუ პატარა ნაწილს შეიძლება შეექმნას აკრედიტაციის პრობლემა, იმიტომ რომ ამას სჭირდება, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც დღეს შეიძლება მხოლოდ დიდ კლინიკებს ხელეწიფებოდეთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მ სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მცირე საშუალო ზომის კლინიკების დაჩაგვრა უწყების ინტერესში არ შედის, შესაბამისად, პროცესს “გულისყურით მიუდგებიან” და გადაწყვეტილებები პაციენტების ინტერესების რელევანტური იქნება.
“რა თქმა უნდა, პირველივე დღიდან, როდესაც ეს საკითხი შემოვიდა დღის წესრიგში, არის გადავადების, ან მოდიფიცირების ვერსია, რომელიც შეიძლება იყოს განსახილველი. რა იქნება გადაწყვეტილება, ამას წინასწარ ვერ გეტყვით, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ სახელმწიფო კლინიკებს რომ თავი დავანებოთ, რომლის ჯამური მასშტაბი სულ 15%-ს არ აღემატება, იმ დარჩენილ 85%-ში, კერძო კლინიკებში, არც თუ პატარა ნაწილს შეიძლება შეექმნას აკრედიტაციის პრობლემა, იმიტომ რომ ამას სჭირდება მათ შორის ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც დღეს შეიძლება მხოლოდ დიდ კლინიკებს ხელეწიფებოდეთ, მცირე საშუალო ზომის კლინიკების დაჩაგვრა, რა თქმა უნდა არ შედის ჩვენს ინტერესში. ამიტომ, ამას რა თქმა უნდა გულისყურით ვუდგებით. ვეცდებით პაციენტის საუკეთესო ინტერესების რლევანტური იყოს გადაწყვეტილებები”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ