ჯანდაცვის მინისტრი „დიარჯი“ სისტემაზე – მსჯელობა დაგვჭირდება, თუ როგორ შეიძლება სრულვყოთ არსებული სისტემა, მისი ნაკლოვანებები აღმოვფხვრათ, რომელიც შესაძლოა, არსებობდეს

მსჯელობა დაგვჭირდება, თუ როგორ შეიძლება, სრულვყოთ {„დიარჯის“} არსებული სისტემა, მისი ნაკლოვანებები აღმოვფხვრათ, რომელიც შესაძლოა, არსებობდეს. ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებებს,- ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მ ჟურნალისტებთან „დიარჯი“ სისტემაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, სისტემა, ისე ფუნქციონირებდეს, რომ ნაკლოვანებებს არ ტოვებდეს.
„დიარჯი“ არის მეთოდი და ინსტრუმენტი, თუ როგორ მოხდება სამედიცინო სერვისის სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურება.
ნებისმიერი მეთოდის ავკარგიანობა იმის მიხედვით უნდა შევაფასოთ, რამდენად სრულყოფილად მუშაობს, რამდენად სამართლიანად უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესის დაკმაყოფილებას.
ალბათ, მსჯელობა დაგვჭირდება, თუ როგორ შეიძლება, სრულვყოთ {„დიარჯის“} არსებული სისტემა, მისი ნაკლოვანებები აღმოვფხვრათ, რომელიც შესაძლოა, არსებობდეს. ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებებს.
არ არსებობს სტანდარტული რეცეპტი, რომლითაც ჩვენ ვიმოქმედებთ.
მნიშვნელოვანია, სისტემა, რომელიც იქნება არჩეული, იმგვარად იყოს მხარდაჭერილი, ისე ფუნქციონირებდეს, რომ ნაკლოვანებებს არ ტოვებდეს. ჩვენ ვიმუშავებთ ამ საკითხების ირგვლივ. როგორი იქნება შეხვედრის, მსჯელობის და დისკუსიის ფორმატი, ამაზე მოვრიგდებით თვითონ იმ ხალხთან, ვისაც ამის ინტერესი აქვს“, – განაცხადა სარჯველაძემ.