ჯანდაცვის მინისტრი – ანტიკორუფციულმა ბიურომ გადაწყვიტა კი არა, მაგის ფუნქციაა, რომ შერჩევით თანამდებობის პირების დეკლარაციები შეისწავლოს – უფრო მობილიზებული და ყურადღებით შევავსებ

ანტიკორუფციულმა ბიურომ გადაწყვიტა კი არა, მაგის ფუნქციაა, რომ შერჩევით თანამდებობის პირების დეკლარაციები შეისწავლოს – უფრო მობილიზებული და ყურადღებით შევავსებ, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომელიც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ანტიკორუფციული ბიურო 300 თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციას შეისწავლის.
როგორც აზარაშვილმა შესაბამისი კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ანტიკორუფციული ბიუროს აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ახალი არაფერია, რადგან პირადად მისი დეკლარაცია აქამდეც არაერთხელ შემოწმებულა.
„ანტიკორუფციულმა ბიურომ გადაწყვიტა კი არა, მაგის ფუნქციაა, რომ შერჩევით თანამდებობის პირების დეკლარაციები შეისწავლოს. ეს არ არის ჩვენთვის სიახლე, ყოველ წელს ხდება ჩვენი დეკლარაციების შესწავლა, წინა წელსაც მოხდა, იმის წინა წელსაც, ჩემი დეკლარაციის, მაგალითად და არაფერი განსაკუთრებული ამ მიმართულებით არ ხდება. ცოტა ვერ ვხვდები, ჩემი დეკლარაცია ჯერ არ შემივსია და წინა წელს რომ შევავსე, ის უკვე შეისწავლა, ახლა რომ შევავსებ, მერე შეისწავლის? უფრო მობილიზებული და ყურადღებით შევავსებ“,- განაცხადა აზარაშვილმა.
ცნობისთვის, ანტიკორუფციულმა ბიურომ 300 თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმების გადაწყვეტილება მიიღო. მათივე ცნობით, ბიურო, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ ს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის, მინისტრთა კაბინეტის წევრების, მათი მოადგილეებისა და პარლამენტის დეპუტატების, ასევე, თბილისის მერის, კახა კალაძის ქონებრივი დეკლარაციებითაც დაინტერესდება.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა