ჯანდაცვის მინისტრის ორმა მოადგილემ თანამდებობა დატოვა

ირაკლი მხეიძემ და ილია ღუდუშაურმა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობები დატოვეს. ინფორმაციას სამინისტროზე დაყრდნობით საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
სამინისტროში არ აკეთებენ კომენტარს, ვინ დაიკავებს მინისტრის მოადგილეების პოსტებს, თუმცა აღნიშნავენ, რომ ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ თამარ გაბუნია დაინიშნა, რომელიც მანამდე მინისტრის მოვალეობას ასრულებდა.
11 მარტს პრემიერმინისტრმა მ ჯანდაცვის მინისტრად დანიშნა.
ყოფილმა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა პირველ მარტს დატოვა.

ასევე დაგაინტერესებთ