ჯანდაცვის მინისტრის ორმა მოადგილემ თანამდებობა დატოვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობები ილია ღუდუშაურმა და ირაკლი მხეიძემ დატოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების ცნობითვე, მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია გახდა, ორი მოადგილის თანამდებობა კი, ჯერჯერობით, ვაკანტური რჩება.
ჯანდაცვის ახალი მინისტრი გახდა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ იგი მედიას 11 მარტს წარუდგინა. სარჯველაძე ამ დრომდე იყო საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე.
ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა 1 მარტიდან იყო თავისუფალი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ თქვა, რომ ზურაბ აზარაშვილის გადაყენების მიზეზი კომუნიკაციის მიმართულებით შექმნილი პრობლემები იყო და ახსენა “რესპუბლიკური საავადმყოფო”.
რამდენიმე დღის შემდეგ ზურაბ აზარაშვილმა ფეისბუკზე მადლობა გადაუხადა ყოფილ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს და გუნდს, რომელთან ერთადაც მუშაობდა. სამინისტროს მიღწევებზე საუბრის დროს მან ყურადღება გაამახვილა “რესპუბლიკურ საავადმყოფოზე”, რომლის დანგრევის გადაწყვეტილებასაც უკავშირდება მისი თანამდებობიდან გადადგომა.

ასევე დაგაინტერესებთ

რამაზ საყვარელიძე – ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ნაკლები შედეგი ჰქონოდა, ხმები დაეკარგათ – ეს მათ იციან, თუმცა პრეზიდენტმა არ იცის, ცოცხალი პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება არ აქვს, პრეზიდენტობაც კი გაუჭირდა

გივი მიქანაძე აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებსა და სავიზო შეზღუდვაზე – წინასაარჩევნო პერიოდში უცხო ქვეყნის მხრიდან მსგავსი ქმედებების განხორციელება წარმოადგენს წინასაარჩევნო პროცესში ჩარევას

გივი მიქანაძის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლებმა, ქუთაისსა და გორში, „ქართული ოცნების“ შეხვედრების ჩაშლა სცადეს, რაც საარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლას წარმოადგენს