ჯანდაცვის მინისტრის ორი მოადგილე გათავისუფლდა, I მოადგილედ თამარ გაბუნია დაინიშნა

ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ თამარ გაბუნია დაინიშნა.
ილია ღუდუშაურმა და ირაკლი მხეიძემ კი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობები დატოვეს.
ეს ინფორმაცია „ნეტგაზეთს“ ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.
ვინ იქნებიან მიხეილ სარჯველაძის სხვა მოადგილეები, ჯერჯერობით უცნობია.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად 11 მარტს დაინიშნა. ამ პოსტზე მან ზურაბ აზარაშვილი შეცვალა. ზურაბ აზარაშვილის მოადგილეებს უფლებამოსილება შეუწყდათ. მიხეილ სარჯველაძემ წინამორბედის მოადგილეთაგან ხელახლა მხოლოდ თამარ გაბუნია დანიშნა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია